საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
აუდიო ლექსები [64]
ელექტრონული წიგნები [65]
ჩვენი გამოკითხვა
მატარაბელი უფრო სწრაფია თუ ნაყინი უფრო ცივია?
სულ პასუხი: 279


მინი-ჩეთი
200
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 9 » გიორგი ყაზაიშვილი (ქიში)
11:32 AM
გიორგი ყაზაიშვილი (ქიში)




დასვრილია ჩემი სული

როგორც გრძელი კაბის კიდე

იცი? ყველაფრისგან ფხიზელს

რა ადვილადმომეკიდე

 

გარეთ წვიმით გალუმპული

ქუდი ობლად ჩამოვკიდე

როგორ თქრიაქივით მათრობ

ახლოს მოდი მომიკიდე

 

გასახდელად ახნილ ღილი

პერანგის ჭრილს ჩავაბნიე

შენი ჩემთან ახლოს მოსვლით

როგორც მძივი დამაბნიე

 

მონაწევი კუპრის შხამი

სუფთა ჰაერს შევერიე

შენით ავსილ ფერად ფიქრებს

ვერაფრით ვერ შეველიე

 

ვნება ჩემი მარტო დავსვი

გამვლელი ვერ შევამჩნიე

ძველი და მოქნილი ვალსი

საალერსოდ შევარჩიე

 

ჩამოცლილი ღვინის შტოფი

დასალეწად გავიმეტე

ჩემი გრძნობა მილიმეტრი

გავადიდე გავამეტრე

 

დამაქვს უბით როგორც გული

ლექსი შენთვის საჩუქარი

ოღონდ ტყვიას ნუღარ მესვრი

ოღონდ გულში ჩამიკარი

 

ეპიტაფად მედოს მინდა

შენთან ყოფნის დრო და ჟამი

გულის ფეთქვას ვეღარ თვლიდა

ვეღარც წუთი ვეღარც წამი

 

დასვრილია ჩემი სული

როგორც გრძელი კაბის კიდე

იცი? ყველაფრისგან ფხიზელს

რა ადვილადმომეკიდე

კატეგორია: ელექტრონული წიგნები | ნანახია: 1376 | დაამატა: qishy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
ძებნა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031


                                                                                                       MYTOP.GE JEJE Top
Copyright MyCorp © 2024