საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
აუდიო ლექსები [64]
ელექტრონული წიგნები [65]
ჩვენი გამოკითხვა
მატარაბელი უფრო სწრაფია თუ ნაყინი უფრო ცივია?
სულ პასუხი: 279


მინი-ჩეთი
200
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 21 » გიორგი ყაზაიშვილი (ქიში)-მრუში
8:34 PM
გიორგი ყაზაიშვილი (ქიში)-მრუში




მეალერსებოდა

ვნებაგამოცლილი მრუში

თავზე მევლებოდა

ჩუმად ჩურჩულებდა ყურში

 

ხან შეცივდებოდა

ხან კი ვნების ქარი წვავდა

ხან ზღაპრის დედაბერს

ხან კი კლეოპატრას გავდა

 

გაიცინებდა და

ჰაერს შხამს ურევდა ბოლით

ფეხზე დადგებოდა

თითქოს იღლებოდა წოლით

 

ნატვრებს გამანდობდა

თითქოს უხდებოდა ნატვრა

რაც კი საიდუმლო ჰქონდა

ყველა ერთიანად გათქვა

 

თრფობით გათანგულმა

ჩუმად გაიხურა კარი

ისევ გაახსენდა

ღვინით გალეშილი ქმარი

 

რაღაც შხამიანი

სევდა მოეკიდა გულზე

თვალიც აუცრემლდა

როგორც მარილ დაყრილს წყლულზე

 

სახე მოქანცულმა

კოცნა დამიტოვა ტუჩით

სხვისკენ გზას გაუყვა

სველი ნაცრისფერი ქუჩით

 

ქუჩის მრუში იყო

ვნებით და გრძნობებით ფარსი

ხან ზღაპრის დედაბრის

ხან კი კლეოპატრას მსგავსი


კატეგორია: ელექტრონული წიგნები | ნანახია: 1177 | დაამატა: qishy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
ძებნა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031


                                                                                                       MYTOP.GE JEJE Top
Copyright MyCorp © 2024