საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
აუდიო ლექსები [64]
ელექტრონული წიგნები [65]
ჩვენი გამოკითხვა
მატარაბელი უფრო სწრაფია თუ ნაყინი უფრო ცივია?
სულ პასუხი: 279


მინი-ჩეთი
200
მთავარი » 2010 » მარტი » 11 » ქართული ზღაპარი
1:58 PM
ქართული ზღაპარი


იქ, რიონზე სანაოსთან ბონდის ხიდი ქანაობდა...

გავდიოდი გაღმა მხარეს და ჯადოსნურ ლერწამს ვთლიდი,

თურმე ბეწვის ხიდი იყო, მე მეგონა ბონდის ხიდი.

ვიღაც ქალი ბჟოლას სხეპდა

და ვაზს უმაგრებდა ჭიგოს,

მე მეგონა გლეხის ქალი, თურმე ღვთისმშობელი იყო...

ვიღაც შუბლზე ხარს კოცნიდა და მთესვარად ხნულს მისდევდა,

თურმე ქრისტე-ღმერთი იყო, მე მეგონა გუთნისდედა.

იქ ერთ ბიჭთან ვჭიდაობდი, ხათრს არ მიტეხავდა ისიც...

თურმე ამირანი იყო, ძმა ბადრის და უსუპისი.

ერთი გოგო მომეწონა - ირმის ჯოგს წველიდა მთაში,

თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ.

კოლხის ქალი მყავდა ძიძად - ამორძალი ენამწარე,

ნიშა ხარის სიყვარულიც ამ მხარეში შემასწავლეს,

დედაჩიტი ბარტყებისთვის ღმერთს უნთებდა თაფლის

სანთლებს,

ჩიტის ლოცვას ყურს ვუგდებდი და იმ მადლით გავიზარდე.

გზაზე ბერი გადამიდგა... შემომცინა „გიხაროდენ".

- წადი, შვილო, და რაც ნახე, ქართული ხმით იგალობე.


. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .


- ჩიტო, ჩიტო, ოქროს ჩიტო,

ბავშვობისკენ ფრინდი, ფრინდი,

ბონდის ხიდი მაპოვნინე, ზღაპრის ხიდი... ოქროს ხიდი...


კატეგორია: ელექტრონული წიგნები | ნანახია: 1010 | დაამატა: qishy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
ძებნა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031


                                                                                                       MYTOP.GE JEJE Top
Copyright MyCorp © 2024