MEMENTO MORI-ტერენტი გრანელი - 1 თებერვალში 2010 - qishy


საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
აუდიო ლექსები [64]
ელექტრონული წიგნები [65]
ჩვენი გამოკითხვა
მატარაბელი უფრო სწრაფია თუ ნაყინი უფრო ცივია?
სულ პასუხი: 268


მინი-ჩეთი
200
მთავარი » 2010 » თებერვალი » 1 » MEMENTO MORI-ტერენტი გრანელი
12:44 PM
MEMENTO MORI-ტერენტი გრანელი



ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს "Memento mori" -ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები, სიმბოლო თეთრი მარადისობის.

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე - ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი - გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს "Memento mori"-ა.
კატეგორია: აუდიო ლექსები | ნანახია: 428 | დაამატა: qishy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
ძებნა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728


                                                                                                       MYTOP.GE JEJE Top
Copyright MyCorp © 2016