საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
აუდიო ლექსები [64]
ელექტრონული წიგნები [65]
ჩვენი გამოკითხვა
მატარაბელი უფრო სწრაფია თუ ნაყინი უფრო ცივია?
სულ პასუხი: 279


მინი-ჩეთი
200
მთავარი » 2010 » თებერვალი » 26 » ნიკო გომელაური-დრო ყველაფრის მკურნალია ოღონდ ჩემი არა
10:23 AM
ნიკო გომელაური-დრო ყველაფრის მკურნალია ოღონდ ჩემი არა

 

დრო ყველაფრის მკურნალია,
 ოღონდ ჩემი არა.
 საოცარი უნარია
 დარდი წარა-მარა.

 რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
 უმარტივეს ლექსად.
 წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
 ვერ ვიშორებ ვერსად.

 როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
 მახსენდება პაპა.
 ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
 დედაჩემის კაბა.

 ცის ცრემლებზე მახსენდება
 მე სიტყვები მამის . . .
 ღვინო სანამ გამეხსნება,
 მეც ავტირდე ლამის.

 ღამე სმაში მათენდება
 დამეკარგა ღერძი   . . .
 კიდევ რა არ მახსენდება,
 კიდევ რას არ ვებრძვი.

 საოცარი უნარია
 დარდი წარა-მარა.
 დრო ყველაფრის მკურნალია
      -ოღონდ ჩემი არა...
კატეგორია: ელექტრონული წიგნები | ნანახია: 1392 | დაამატა: qishy | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
ძებნა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728


                                                                                                       MYTOP.GE JEJE Top
Copyright MyCorp © 2024