საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
აუდიო ლექსები [64]
ელექტრონული წიგნები [65]
ჩვენი გამოკითხვა
მატარაბელი უფრო სწრაფია თუ ნაყინი უფრო ცივია?
სულ პასუხი: 279


მინი-ჩეთი
200
მთავარი » 2010 » იანვარი » 28 » (...როგორ არ მინდა, ძლიერო სენო)
6:45 PM
(...როგორ არ მინდა, ძლიერო სენო)

როგორ არ მინდა, ძლიერო სენო,
ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო!
როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს
დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები!
ეს რა უშრეტი ცეცხლით დამბუგე,
პირს მარიდებენ ქალიშვილები!
შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა,
და ჩემს წინააღმდეგ აღდექი ახლა.
შენ ბოროტების გარეშე ვერ ძლებ,
შენ შეერკინე ანტიურ ბერძნებს,
შენ ჰიპოკრატემ ჭლექი გიწოდა
და მხოლოდ მაშინ შეშინდი ცოტა.
შენ გადუქროლე რომის ქარვასლებს
და შეაშფოთე რომაელები,
მაგრამ ახალი დროის ქალ-ვაჟებს
ამაოდ ცდილობ, რომ მოერევი!
შენ შეგრჩეს ვაჟას ფილტვების დაღრღნა
და ჩემს დაცემას ნუ ლამობ ახლა.
ო, განვედ ჩემგან, ძლიერო სენო,
ჩემს შემდეგ, ნურვინ ნუ მოგიხსენოს.

კატეგორია: ელექტრონული წიგნები | ნანახია: 821 | დაამატა: qishy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
ძებნა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031


                                                                                                       MYTOP.GE JEJE Top
Copyright MyCorp © 2024