თოვლი - 8 მარტში 2010 - qishy


საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
აუდიო ლექსები [64]
ელექტრონული წიგნები [65]
ჩვენი გამოკითხვა
მატარაბელი უფრო სწრაფია თუ ნაყინი უფრო ცივია?
სულ პასუხი: 268


მინი-ჩეთი
200
მთავარი » 2010 » მარტი » 8 » თოვლი
7:05 PM
თოვლი



მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა.

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,

უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს

შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის

და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
კატეგორია: ელექტრონული წიგნები | ნანახია: 433 | დაამატა: qishy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
ძებნა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031


                                                                                                       MYTOP.GE JEJE Top
Copyright MyCorp © 2016