საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
აუდიო ლექსები [64]
ელექტრონული წიგნები [65]
ჩვენი გამოკითხვა
მატარაბელი უფრო სწრაფია თუ ნაყინი უფრო ცივია?
სულ პასუხი: 279


მინი-ჩეთი
200
მთავარი » 2010 » იანვარი » 28 » წერილი ქალისადმი
6:49 PM
წერილი ქალისადმი

თქვენ კარგად გახსოვთ, ყოველი გახსოვთ,
აღელვებული პირველად გნახეთ,
მე კი ვიდექი კედელთან ახლოს,
პირში მახლიდით რაღაცას მკვახედ.

ამბობდით: დროა, დავშორდეთ უნდა,
რომ გაგაწამეთ და არ გეშვებით.
თქვენ გსურთ, რომ საქმეს კვლავ დაუბრუნდეთ,
მე სხვა ხვედრი მაქვს – თავქვე ვეშვები.

თქვენ არ გიყვარდით! ამ ხალხის ბრბოში
ხელი ერთხელ არ გამომიწოდეთ.
ვიყავი, როგორც ულაყი დოღში...
თქვენ, საყვარელო, ეს არ იცოდით.

თქვენ არ იცოდით, ყოფიერება
გაურკვევლობის ბურუსში მხვევდა.
ვერ ვიგებ, ბედი სად გვერეკება
და ამის გამო გულს მაწევს სევდა.

ვერ ხედავ სახეს, თუ ახლოს დგები.
დაშორდები და – სხვა სახეს მოჰგავს.
სავალალოა მცურავი გემი,
ზღვის ზედაპირი როდესაც ბორგავს.

ჩვენი ქვეყანა – გემია! ზღვაში
ვიღაცამ მკვეთრად უცვალა კურსი.
ქარის გრიალში, ტალღების ხმაში
ახალ ცხოვრებას დაეძებს რუსი.

არის კი ვინმე, ღელვას გამოსცდეს,
გემბანს რომ ერთხელ არ დაენარცხოს?
ცოტას შეხვდებით, მხნეს და გამოცდილს,
არ შედრკეს, რყევა ბევრი ენახოს.

ასეთ დროს ხალხის აურზაურში,
როცა ყვირილს და ხმაურს არ წყვეტდნენ,
დავეშვებოდი გემის ტრიუმში,
რომ არ მეცქირა, როგორ არწყევდნენ.

ტრიუმში – რუსულ სამიკიტნოში,
ჭიქას ჭიქაზე ზედიზედ ვცლიდი.
თავი ჩამეხრჩო, მსურდა, ღვინოში,
ტანჯვის ჩახშობას სასმელში ვცდიდი.

ო, საყვარელო! გტანჯეთ, გაწამეთ,
დაღლილ თვალებში გედგათ ნაღველი:
თავად ვარჩიე, განა დამწამეთ,
შფოთისთავის და ლოთის სახელი.

თუმც, არ იცოდით, ყოფიერება
გაურკვევლობის ბურუსში გვახვევს.
ვერ ვიგებ, ბედი სად გვერეკება,
ეს მტანჯავს, მიტომ ვერ ვაქრობ ნაღველს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სხვა ასაკში ვარ, გავიდა წლები.
სხვას ვფიქრობ, გულში სხვა განცდა დგება,
და ვამბობ, როცა სუფრასთან ვჯდები:
მესაჭეს უნდა შევასხათ ქება!

ვგრძნობ მოზღვავებას ნაზი გრძნობების.
გიხსენებთ ახლა მოწყენილს, დაღლილს.
ვჩქარობ, მოგწეროთ ჩემზე ცნობები,
რა ვიყავი და როგორი გავხდი!

მე, საყვარელო, მახარებს გითხრათ:
არ ჩავიჩეხე ხრამში მაღლიდან,
და დღეს, ბნელში რომ ვიყავი დიდხანს,
საბჭოთა ქვეყნის თანამგზავრი ვარ.

ის აღარა ვარ, რაც წარსულ დროში.
არ გაგაწამებთ ისე, ვით მაშინ.
თავისუფლების და შრომის დროშით
მზად ვარ, გავცურო თუნდაც ლა-მანში.

გთხოვთ, მაპატიეთ... ვიცი, ის არ ხართ _
ცხოვრობთ სხვაგვარად – კარგად თუ ავად,
თქვენს სერიოზულ, გონიერ ქმართან.
არც ტანჯვა გინდათ, აღარც მე თავად.

იცხოვრეთ, მიჰყეთ თქვენს ბედის ვარსკვლავს,
მე ჩამოგშორდით და დაგეხსენით.
არ დაგივიწყებთ, მოგიძღვით სალამს
თქვენი ნაცნობი ს ე რ გ ე ი ე ს ე ნ ი ნ.

კატეგორია: ელექტრონული წიგნები | ნანახია: 925 | დაამატა: qishy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
ძებნა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031


                                                                                                       MYTOP.GE JEJE Top
Copyright MyCorp © 2024