მეალერსებოდა
ვნებაგამოცლილი მრუში
თავზე მევლებოდა
ჩუმად ჩურჩულებდა ყურში
ხან შეცივდებოდა
ხან კი ვნების ქარი წვავდა
ხან ზღაპრის დედაბერს
ხან კი კლეოპატრას გავდა
გაიცინებდა და
ჰაერს შხამს ურევდა ბოლით
ფეხზე დადგებოდა
თითქოს იღლებოდა წოლით
ნატვრებს გამანდობდა
თითქოს უხდებოდა ნატვრა
რაც კი საიდუმლო ჰქონდა
ყველა ერთიანად გათქვა
თრფობით გათანგულმა
ჩუმად გაიხურა კარი
ისევ გაახსენდა
ღვინით გალეშილი ქმარი
რაღაც შხამიანი
სევდა მოეკიდა გულზე
თვალიც აუცრემლდა
როგორც მარილ დაყრილს წყლულზე
სახე მოქანცულმა
კოცნა დამიტოვა ტუჩით
სხვისკენ გზას გაუყვა
სველი ნაცრისფერი ქუჩით
ქუჩის მრუში იყო
ვნებით და გრძნობებით ფარსი
ხან ზღაპრის დედაბრის
ხან კი კლეოპატრას მსგავსი